ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შთამბეჭდავი, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია მოეწყო.
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით მოსწავლეები დედაქალაქს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა უმეტესობას ნანახი არ ჰქონდა თბილისი, შესაბამისად ექსკურსია მათთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, სტუმრობდნენ სამების ეკლესიას, შემდეგ კი მცხეთაში გადაინაცვლეს და მონახულეს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი. ისტორიის მასწავლებელმა - ლიუბოვ დემინოვამ დეტალურად გააცნო მოსწავლეებს ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა.
ბავშვებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩდა მემორიალი - „საქართველოს მატიანე“ და გზად ნანახი დიდგორის მონუმენტი, სადაც მათ მასწავლებლებთან ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსია ყველასთვის საოცნებო მთაწმინდის პარკში დაგვირგვინდა.
„დარწმუნებული ვართ მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს საინტერესო და ბედნიერი დღე გატარებული საქართველოს დედაქალაქ თბილისში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: