საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის მიწურულს კი სკოლაში, ენებისა და სპორტისა და ესთეტიკის კათედრების ორგანიზებით, გაიმართა ფოლკლორული საღამო სახელწოდებით - „ხალხური სიტყვიერება ზღაპრული ჭაა...“
მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ხალხური პოეზიის ნიმუშები, ისაუბრეს მრავალფეროვან ქართულ ხალხურ სიტყვიერებაზე, ერთმანეთს გაეჯიბრნენ ანდაზების თქმაში, საღამო გაალამაზა სკოლის მომღერალთა გუნდმა, პედაგოგ ნათია საბაშვილის ხელმძღვანელობით. მათ შეასრულეს ხალხური სიმღერები.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: