საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას მიმართავენ.
მათ შორის აღსანიშნავია, V-VI-VII კლასებს შორის ჩატარებული ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“, რომელსაც ორგანიზება გაუწია ენების კათედრამ. კათედრას ეხმარებოდნენ კლასების დამრიგებლები - ნათია საბაშვილი, მაია დადვანი და როზა თავაძე.
თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: