ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება - „მშვიდობით, დაწყებითო სკოლა“, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მიწვეული სტუმრები.
ღონისძიების მთავარი გმირები იყვნენ მე-4 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დიდი სიყვარულით და სითბოთი წარმოადგინეს მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და სიმბოლურად დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს - გალინა კალმიკოვას.
მოსწავლეებმა გულწრფელი მადლიერების სიტყვებით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მასწავლებლისადმი, რომელიც ამ წლების განმავლობაში დიდი მოთმინებითა და პროფესიონალიზმით უძღვებოდა მათ საგანმანათლებლო გზას. მადლობა მას არა მხოლოდ ბავშვებმა, არამედ მათმა მშობლებმაც გადაუხადეს - სიტყვებით, რომლებიც აღფრთოვანებითა და მადლიერებით იყო სავსე.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის სხვა მოსწავლეებმა მიულოცეს მე-4 კლასელებს მე-4 კლასის წარმატებით დასრულება. გარემო სავსე იყო დადებითი ემოციებით, თბილი ურთიერთობებითა და მოლოდინით – მომავალზე, რომელიც წინ ელით ამ ნიჭიერ ბავშვებს.
ღონისძიება დასრულდა სურვილების გაცვლით, ბავშვებმა და პედაგოგებმა ერთმანეთს ბედნიერი საზაფხულო არდადეგები და დაუვიწყარი დასვენება უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: