კერძო სკოლა „ჰელიოსში“ Vა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარეს. ბავშვებმა თეთრი და ყავისფერი თიხისგან საკუთარი ფანტაზიით გამოძერწეს სხვადასხვა ფორმის და იდეის სუვენირები.
ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის მოცულობითი ფორმების შექმნის ტექნიკის გაცნობა და ამ პროცესში ხელით მუშაობის უნარების განვითარება. მასწავლებლების თქმით, მსგავს პრაქტიკულ აქტივობებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოტორიკის გაუმჯობესებასა და კოორდინაციის განვითარებაში.
გარდა ტექნიკური უნარებისა, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებით თვითგამოხატვას. ბავშვებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, როგორი ფორმისა და ფუნქციის სუვენირები შეექმნათ, რაც მათ ინდივიდუალურ ხედვებსა და გემოვნებას კიდევ უფრო გამოხატავს.