
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
27 მაისს, სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელოწდებით - „ანბანის გაცილება“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი - ვალენტინა ბდოიანი და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ეკატერინა სუდაძე.
პირველი კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრები: იცეკვეს, იმღერეს და მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები.
პატარებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს, სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა, კლასის დამრიგებელმა და მშობლებმა, რომელთაც აღნიშნეს, რომ ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესოდ დადგმული იყო და ამისთვის პედაგოგს დიდი მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: