ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლაში გაიმართა ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება.
მე-12 კლასელების ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. სკოლის ეზოში შეიკრიბა სასკოლო საზოგადოება სრული შემადგენლობით: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მე-12 კლასელთა ნათესავები და ახლობლები, აგრეთვე მისალოცად მივიდნენ მომავალი პირველკლასელები.
ღონისძიებამ თბილ, ემოციურ გარემოში ჩაიარა. იყო ბევრი კეთილი სურვილი და, რა თქმა უნდა, ცრემლი, ცრემლი - სიხარულისა და განშორებისა.
კურსდამთავრებულებმა დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დირექტორმა და საყვარელმა მასწავლებლებმა კი აღზრდილებს წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს.
იხილეთ ფოტოები: