„სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“ - პატრიოტული სულის ზეიმი უდაბნოს საჯარო სკოლაში
27-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებას სახელწოდებით - „სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“, პედაგოგ ნათია საბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა და მოსწავლე-მასწავლებლები ისტორიის პატივისცემითა და სიამაყით აღავსო. 

ხელმძღვანელმა, მოსწავლეებთან ერთად, საგანგებოდ მორთო სააქტო დარბაზი.

მოსწავლეებმა ღონისძიებისთვის შეიკერეს სპეციალური ფორმები, მათ შორის ქართული ტრადიციული ჩოხები. შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები ცეკვების თანხლებით, ააჟღერეს ქართული ტრადიციული საკრავები. 

ხელმძღვანელმა ნათია საბაშვილმა თუშური ფორმაში გამოწყობილმა დაუკრა სალამური გუნდთან ერთად. აკორდეონით გაუკეთა აკომპანენტი სიმღერებს. 

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მშობლები.

დამსწრე საზოგადოება ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიებით მოიხიბლა, მოსწავლეები და მათი მასწავლებელი კი მხურვალე აპლოდიემენტებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203