კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
20-05-2025

18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. თარიღს კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ და, როგორც სკოლაში გვეუნბენიან, მოკრძალებულად აღნიშნეს. 

მე-3 კლასელებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსს გაეცნენ, გაიგეს, რომ ქართული ეროვნული ტანსაცმელი, კუთხეების მიხედვით, დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თავადვე მოირგეს ეროვნული სამოსი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები კი მათი პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინეტრესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203