„მოისაზრე, დაწერე და გააცოცხლე“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავები შემოქმედებითი აქტივობით შეისწავლეს
16-05-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. 

„ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მოსწავლეთა შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარების დახვეწა/განვითარება სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა VI კლასში ჩატარებული აქტივობა - „მოისაზრე, დაწერე და გააცოცხლე“. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანისა და ეზოპეს იგავები. დისკუსიისა და იგავების გააანალიზების შემდეგ, თავად მოირგეს მეიგავის როლები - პირველ ეტაპზე შეარჩიეს ანდაზები, შემდეგ კი, შერჩეული ანზადების მიხედვით დაწერეს იგავ-არაკები, რომელიც იმავე სიბრძნესა და მორალს ატარებდა, რასაც ანდაზები.

„ჩვენს მოსწავლეებს არ უჭირთ შემოქმედებითად ფიქრი და კრეატიულად აზროვნება“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ აქტივობას ჰპირდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...