კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-5 კლასელმა დათა ყოლბაიამ საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზა
08-05-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლის წარმატებით ხარობენ. 

მე-5 კლასის მოსწავლე დათა ყოლბაიამ საჭადრაკო კლუბ „მერანში“ გამართულ ტურნირში წარმატებით იასპარეზა.

მე-5 კლასელმა რთულ ბრძოლაში, სადაც 50-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა მეორე ადგილი დაიკავა.

მისი მწვრთნელი კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგი ლაშა არევაძე გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ დათას დამსახურებულ საპრიზო ადგილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...