საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, უდაბნოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი როზა თავაძე) ჩატარდა ღია შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - შოთა რუსთაველის - „ვეფხისტყაოსანი“ - დიდი წიგნი.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ენის კათედრის წევრები, მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელივან საკითხებზე, რომლებიც შეიმეცნეს ტექსტზე მუშაობისას.
საკითხები მართლაც მრავალგვარი იყო:
„ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი, პოემის პროლოგი, ეპილოგი, რუსთაველი და ხელოვნება, რუსთაველის ლექსიკა, რაინდობა, მეგობრობა, მიჯნურობა, პატრიოტიზმი, ადამიანის რუსთველისეული იდეალი, სათაურის სიმბოლური გააზრება.
ყველა მოსწავლემ ისაუბრა თავის საყვარელ გმირზე. ბავშვებმა აღნიშნეს, თუ რატომ არის მათთვის ესა თუ ის გმირი მნიშვნელოვანი.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების აზრი ერთმნიშვნელოვანი იყო - მიუხედავად იმისა, პოემას საუკუნეები გვაშორებს, ის ყველაზე თანამედროვე ნაწარმოებია, რაც წაუკითხავთ ან გაუგიათ!
იხილეთ ფოტოები: