კერძო სკოლა „ჰელიოსმა“ ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობით აღნიშნა. ღონისძიებების მიზანი იყო მოზარდებში თანაგრძნობის, ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული გარემოს მნიშვნელობის გაძლიერება.
მე-2ა მოსწავლეებმა ბულინგის სახეებსა და მათ ზეგავლენებზე იმსჯელეს, მონაწილეობა მიიღეს როლურ თამაშებში, სადაც ემპათიისა და თანამშრომლობის უნარებზე იმუშავეს. ასევე შეიქმნა „კეთილი სიტყვების კედელი“, რომელზეც ბავშვებმა საკუთარი სიტყვებით დააფიქსირეს, რას ნიშნავს მათთვის თანადგომა და პატივისცემა.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია უსაფრთხო და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.
„ჩვენი სკოლის თითოეული ბავშვი ქმნის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს — ერთად ვირჩევთ კეთილშობილებას“, — აღნიშნეს სკოლიდან.
სკოლა „ჰელიოსი“ მომავალშიც განაგრძობს ბულინგის პრევენციასა და მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობის ხელშეწყობაზე მუშაობას.
იხილეთ ფოტოები: