„ენა დედაა ერისა“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება და შემეცნებითი საუბარი უდაბნოს საჯარო სკოლაში
01-05-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები აქტიურად აღინიშნება. ცხადია სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქართული ენის დღე. 

14 აპრილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის V-VI-VII-VIII კლასებში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „ენა დედაა ერისა“.

აღნიშნული კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - თამუნა ავალიანი, დალი ჭიკაძე, როზა თავაძე, დამრიგებლები - ნათია საბაშვილი, მაია დადვანი და ნონა ნოზაძე ესაუბრნენ მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და მის როლზე ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, გაიხსენეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ფარნავაზ მეფე, ხაზგასმით აღნიშნეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა და მოსწავლეებთან ერთად ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს. 

საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...