კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პირველკლასელთა რეგისტრაცია და მობილობის პროცესი გრძელდება
28-04-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პირველკლასელთა პირველი ჯგუფი შეივსო და დაიწყო რეგისტრაცია მეორე ჯგუფში ჩარიცხვის მსურველთათვის. ამასთანავე, გრძელდება მობილობის პროცესი სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველთათვის.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას, თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და თითოეული ბავშვის ინტერესებზე მორგებულ, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს. აქ მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ აკადემიური ცოდნით აღიჭურვონ, არამედ შეძლონ თავიანთი უნარების სრულფასოვანი განვითარება. 

სწავლის წლიური საფასური შეადგენს 7000 ლარს, რომელიც ნაწილდება 10 გადახდად, სემესტრულად ან წლიურად (დედმამიშვილების შემთხვევაში 6300ლ)

სწავლის საფასური მოიცავს:

  • საგნობრივი სწავლება I კლასიდან;
  • გაძლიერებული ინგლისური ენისა და მათემატიკის პროგრამა;
  • გახანგრძლივებული ჯგუფი 18:00 საათამდე;
  • რუსული, გერმანული და ფრანგული ენების სწავლება;
  • ჭადრაკის, ხატვის და მეტყველების განვითარების წრეები;
  • ორჯერადი, ჯანსაღი კვება;
  • საგნობრივი წრეები VII კლასიდან;
  • მაღალ კლასებში საოლიმპიადე ჯგუფები;
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრების მონიტორინგის თანამედროვე საშუალებები.

სკოლაში მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელიან და მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას ჰპირდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...