„როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში" - გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგმა მოსწავლეებს სააღდგომო ტრადიციები და ჩვეულებები გააცნო
16-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა. 

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ქრისტინე ბიჩახჩიანმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „აღდგომის ტრადიციები და ჩვეულებები, როგორ აღნიშნავენ აღდგომას საქართველოში". დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თანატოლებს გაუზიარეს თუ როგორ აღნიშნავენ მათ ოჯახებში აღდგომის დღესასწაულს.

ხელოვნების მასწავლებლის არმინე ჩაპანიანის ხელმძღვანელობით და დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით კი მოეწყო სააღდგომო თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...