გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა - გაიცანით საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეები
07-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.

ახლახან გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში.

მონაწილეებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეებს კი სიგელები და მედლები გადაეცათ.

პირველი ადგილი დაიკავა მე-3 კლასის მოსწავლემ  - ჟირაირ მარკოსიანმა, მე-2 ადგილზე - მე-5 კლასის მოსწავლე - ნარეკ  მარკოსიანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მე-5 კლასელს - არტიომ ალვანჯიანს. 

„გამარჯვებული მოსწავლეები  სპორტის მასწავლებელმა ალეკსანდრ კალმიკომ და სკოლის დრექტორმა ტატიანა კარევამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203