
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევია.
მათ შორის პატარები თამაშ-თამაშით სწავლობენ მათემატიკას.
ახლახან, 1-ელიბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქტივობაში - უტოლობა (რიცხვების შედარება).
მასწავლებელმა დაფაზე განათავსა წინასწარ დამზადებული რიცხვები და უტოლობის ნიშნები, მოსწავლეებმა კი ციფრებს შორის მოათავსეს უტოლობის ნიშნები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანია რთული მათემატიკური მოქმედებების გააზრება და მათი იოლი, სახალისო გზით შესრულება.
იხილეთ ფოტოები: