კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ქიმიური ცდები ჩაატარეს
13-03-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ. პედაგოგები კი სწავლებისას მრავალფეროვან პრაქტიკულ სამუშაოებს, ცდებსა და ექსპერიმენტებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ახლახან, სკოლა „ჰელიოსის“ XI კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის სწავლების ფარგლებში, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების უკეთ შესწავლის მიზნით, ჩაატარეს რამოდენიმე ცდა.

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები და დაასახელეს მათ შორის მჟანგავი და აღმდგენელი.

ლაბორატორიაში განხორციელებული აქტივობა მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო და ინფორმაციული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203