
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის ბიოლოგიის გაკვეთილები მეტად შემეცნებითი და საინტერესოა. ბავშვებს კვლევა-ძიება, სხვადასხვა ექსპერიმენტები და ცდები ძალიან მოსწონთ, აღნიშნული აქტივობები კი კერძო სკოლა „ჰელიოსის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა გაკვეთილებზე ყოველთვის უხვადაა.
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება. სამეცნიერო მეთოდის ერთ-ერთი ფორმაა: მოდელის შექმნა და გამოყენება, მაგრამ მხოლოდ მოდელის შექმნა არ არის საკმაროსი, საჭიროა, მოსწავლემ ამ მოდელით ახსნას რაიმე ბიოლოგიური სისტემის სტრუქტურა ან მისი მექანიზმი“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამ მიზეზით ბავშვებმა შექმნეს სისხლის მოდელი, ისაუბრეს სისხლის შემადგენელ კომპონენტებზე და მათ ფუნქციებზე. ასევე, დააკვირდნენ სისხლის ჯგუფების შეთავსებადობას.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთნ, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: