
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ასწავლიან.
სითბო, სიყვარული და პატივისცემა – სწორედ ეს იგრძნობოდა მე-2ა კლასის მოსწავლეთა შექმნილ ულამაზეს ღონისძიებაზე, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. ისინი მთელი გულით გრძნობდნენ ამ დღის მნიშვნელობას და ეს მათ გამოსვლაშიც ნათლად ჩანდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. პატარებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: