კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-5 კლასელებმა ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე II-ის შესახებ საინფორმაციო ბანერები შექმნეს
05-03-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. გაკვეთილები გაჯარებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განათლების ხარისხზე აისახება. 

ახლახან, Vბ კლასის მოსწავლეებმა ხალხური თუ ცნობილი მწერლების შემოქმედების შესწავლის შემდეგ მოამზადეს საინფორმაციო ბანერები ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე II-ის შესახებ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება საინტერესო საკითხის შესახებ, პრეზენტაბელურობისა და გადმოცემის უნარების გაუმჯობესება.

მოსწავლეებისთვის აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა, დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203