
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში ზამთარს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ და გაზაფხულს ზარ-ზეიმით შეეგებნენ.
მოსწავლეებმა გამოაცხვეს ბლინები, ხოლო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, იულია გონჩაროვამ, პრეზენტაცია წარადგინა.
მან მოსწავლეებს გააცნო, როგორ აღნიშნავენ ყველიერის, სლავური „მასლენიცას“ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მხიარულ თამაშებში, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკარმა, კრისტინა კრასნიკოვამ ჩაატარა.
ტრადიციისამებრ, დასასრულს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ზამთრის სიმბოლური საფრთხობელა დაწვეს, რითაც ზამთრის სეზონს საბოლოოდ დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: