„სიყვარულის, მზრუნველობის და თავგანწირვის აღნიშვნის დღე“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-8 კლასელებმა დედებს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
04-03-2025

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - დედის დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღეს კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურნენ.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პროექტი დედაზე. ისაუბრეს დედის დღის მნიშვნელობაზე, რას ნიშნავს მათთვის დედა და როგორ გამოხატავენ სიყვარულს, მადლიერებას და პატივისცემას დედების მიმართ. ასევე ისაუბრეს, როგორ და როდის დაიწყო დედის დღის აღნიშვნა მსოფლიოში.

ბავშვებმა გაიხსენეს დედებთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი და დასამახსოვრებელი მომენტები, დედებისთვის მოკლე მიმართვაც მოამზადეს და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ, სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა გამოხატაე. 

„დედის დღე - სიყვარულის, მზრუნველობის და თავგანწირვის აღნიშვნის დღეა“,- ერთხმად აღნიშნავენ „ჰელიოსელები“. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203