
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯარებულია საინტერესო გასვლითი ღონისძიებებითა და არაფორმალური განათლების პროექტებით, რაც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, მათ შორის მოწაფეთა ზოგადკულტურული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელთან და დამრიგებელთან ერთად ეწვივნენ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მუზეუმს. ბავშვები გაეცნენ ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის ცხოვრებასა და პროფესიულ მიღწევებს.
როგორც სკოლაში გევუბნებიან, აქტივობის მიზანია ვიზუალური თვალსაჩინოების, საგამოფენო ექსპონატების გამოყენებით, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.
იხილეთ ფოტოები: