„გამოიცანი გამოცანა“ - სახალისო ინტელექტუალური შეჯიბრი კერძო სკოლა „ჰელიოსის“ III კლასში
27-02-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ კვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებას და საუკეთესო შედეგების მისაღწევად ხშირად აწყობენ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად საინტერესო აქტივობა ჩატარდა IIIა კლასში. პედაგოგის ინიციატივით მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში გამოცანების გამოსაცნობად ორი ჯგუფი შეადგინეს და თავიანთი გამჭრიახობა გამოავლინეს.

აქტივობა პატარებისთვის საინტერესო და სახალისო იყო ამიტომ დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიც ძალიან კარგად გაართვეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ინტელექტუალური განვითარებისათვის, ზოგადი ცოდნის შეძენის, აზროვნების სისხარტისათვის და გუნდურობის განვითარებისათვის მსგავსი აქტივობები სასურველი და საჭიროა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203