„აღქმისა და მეხსიერების სავარჯიშო“ - მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართული აქტივობა კერძო სკოლა „ჰელიოსში“
26-02-2025

კერძო სკოლა „ჰელისში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, მე-2 კლასში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობა – „აღქმისა და მეხსიერების სავარჯიშო“.

აქტივობა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეები ფერადი ქაღალდისგან ამზადებდნენ სხვადასხვა ფიგურას, განალაგებდნენ სიბრტყეზე და ცდილობდნენ დაემახსოვრებინათ მათი თანმიმდევრობა. ამის შემდეგ, მათ ხელახლა უნდა გაემეორებინათ ფიგურების განლაგება.

მოსწავლეებისთვის აქტივობა სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

„სკოლა ყოველთვის ზრუნავს მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობაზე და მსგავსი აქტივობებით ახალისებს მათ შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიძვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203