კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა ქიმიის შემეცნებითი გაკვეთილი და საინტერესო კომპლექსური დავალება 
25-02-2025

იმისთვის, რომ მოსწავლეებს გარესამყაროში მიმდინარე ქიმიური პროცესების შესწავლის ინტერესი გაუჩნდეთ, კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ქიმიის გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით. 

ახლახან, სკოლა „ჰელიოსის“ XI კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის გაკვეთილზე შეისწავლეს ხსნარები, ელექტროლიტური დისოციაცია და ხსნარის pH.

თემის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს კომპლექსური დავალება - ნეიტრალიზაცია და pH-ს მნიშვნელობა ყოფა-ცხოვრებაში. ბავშვებმა ჩაატარეს კვლევა, მოიძიეს ინფორმაცია და კლაში წარმადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსში“ კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203