„გაცოცხლებული მხატვრობა“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-9 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
24-02-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. სწორედ მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების, ესთეტიკური ხედვის განვითარებას მიძღვნა მე-9 კლასში განხორციელებული პროექტი. 

მე-9 კლასელებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით შექმნეს პროექტი - „გაცოცხლებული მხატვრობა“. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წუთით, თუმცა მოსწავლეებმა შეძლეს და იმოგზაურეს დროში, სადაც, არა მხოლოდ თავად მხატვრის, არამედ მისი შექმნილი პერსონაჟების ემოციების განცდაც მოახერხეს.

ეს არის პროექტი, რომელიც ხელოვნების განსხვავებული დარგების სინთეზსს ყველაზე უკეთ ახერხებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ამ პროექტმა ბავშვებში გამოაღვიძა შემოქმედებითი, წარმოსახვითი, სამსახიობო, სარეჟისორო და მხატვრული უნარები, აღმოაჩენინა ახალი შესაძლებლობები და რაც მთავარია დაეხმარა მათ მხატვრული ნიმუშების სულისმიერი არსის აღქმაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203