კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-4 კლასელებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს
20-02-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსი“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი აქტივობით აღინიშნა. მათ შორის, IV კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს გ. ჩოხელის მოთხრობა - „ცასწავალა“.

მოსწავლეები მოიხიბლნენ ფრთოსნების საოცარი ამბით და აღფრთოვანდნენ „ცასწავალას“ პერსონაჟით.

მათ განცდილი ემოციები ფურცელზე გადაიტანეს, წაიკითხეს და ერთმანეთს გაუზიარეს საყვარელი ეპიზოდები მოთხრობიდან.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203