გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა ქართული ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი 
18-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ და საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, ქართული ენის პედაგოგმა - ლია გოგოლაძემ მე-6 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „სკოლა“.

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგმა გაკვეთილზე არაერთ სასწავლო რესუსრსს და აქტივობას მიმართა. 

მათ შორის მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზენტაცია ნათია მანიას მოთხრობის - „ნათიგის“ მიხედვით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი აქტივობებში. გაკვეთილის შეჯამების დროს ჩამაყალიბეს თუ რა მოეწონათ და იყო მათთვის ყველაზე საინტერესო.

„გაკვეთილი გამოვიდა მეტად ხალისიანი და საინტერესო. მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი მასწავლებლის დავალებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოწაფეთა აქტიურობა და მასწავლებლის კრეატიულობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203