
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მოტორული უნარების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე კლასის მოსწავლეების დამრიგებელმა სოფო გაბაშვილმა საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა ჩაატარა, რომელიც მოსწავლეთა დიდი აქტუივობის ფონზე მიმდინარეობდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა „თოჯინა“. ტექსტის შინაარსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამასთან გადაწყვიტეს თავადაც დაემზადებინათ სათამაშოები, რომლებიც კლასში გამოფინეს!