უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები ბიბლიოთეკას ეწვივნენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლების: თამარ ავალიანის, ნათია საბაშვილის, მაია დადვანის, დალი ჭიკაძის, ნონა ნოზაძისა და როზა თავაძის ერთობლივი ინიციატივით დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
ბიბლიოთეკარი ქალბატონი ელისო ჩიკვაიძე ბავშვებს ესაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, ასევე დაასახელა და შეაქო ის მოსწავლეები, რომლებიც ბიბლიოთეკის ხშირად სტუმრობენ და ამით სხვა მოსწავლეებსაც მისცა მოტივაცია რომ ბიბლიოთეკას უფრო ხშირად ესტუმრნონ.
აქტივობის ფარგლებში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან.