„გამოხატე ფერებით“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა და ნახატებით გადმოცემული ემოციები
07-02-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. იმართება არაერთი აქტივობა, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების საწინდარია, წახალისებულია მოსწავლეთა შემოქმედებითობა.

„იცოდით რომ ფერებითა და ნახატებით ემოციების გამოხატვა მარტივია?“ - იკითხა პედაგოგმა მოსწავლეებთან და შესთავაზა საინტერესო აქტივობა, რომელიც  სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

„მე და საზოგადოების“ სწავლების ფარგლებში ჩატარებული აქტივობა - „გამოხატე ფერებით“ მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს.

პირველ რიგში მოსწავლეები შეთანხმდნენ რომელია ჯადოსნური სიტყვები და თითოეულს თავისი ფერი შეუსაბამეს.

„და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, ჯადოსნურ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ“,- შეახსენა მოსწავლეებს მათი კრეატიულობით გაახარებულმა მასწავლებელმა და ბავშვებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას შეჰპირდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203