„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-2 კლასელთა მოწოდება და საინტერესო ნამუშევრები 
06-02-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები ბავშვებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

ბავშვებმა საღებავების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის თემატიკაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ თეორიული შინაარსის უკეთ აღქმაში. ასევე ხატვა, როგორც თერაპიის ერთ-ერთი სახე, მოსწავლეებისთვის იქცა დადებითი ემოციების წყაროდ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203