კერძო სკოლა „ჰელიოსის“ II კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს
29-01-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობას ასწავლიან.

ამჯერად, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი აქტივობა მიეძღვნა.

ახლახან, II კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს თემაზე - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

ფერადი ფანქრების გამოყენებით შექმნეს ნამუშევარი დედამიწის, როგორც მაცოცხლებელი ძალის, თემატიკაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა დაეხმარათ თეორიული შინაარსის უკეთ აღქმაში.

„ხატვა, როგორც თერაპიის ერთ-ერთი სახე, მოსწავლეებისთვის იქცა დადებითი ემოციების წყაროდ“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203