მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებისკენ მიმართული აქტივობა და სახალისო თამაში კერძო სკოლა „ჰელიოსში“ 
29-01-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პედაგოგები მოსწავლეებს არ მხოლოდ ხარისხიან საგნობრივ განათლებას აძლევენ, არამედ მათი სოციალური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, ეხმარებიან დამეგობრებაში და ემოციების, გრძნობების გაზიარებას და ემპათიას ასწავლიან. 

ახლახან, მე- 2ბ კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო თამაში, რომლის წესების მიხედვითაც ასახელებდნენ თვისებებს, რომლებიც მათ შერჩეულ კლასელს უკავშირდებოდა. ამ აღწერა-დახასიათებაში ბავშვებს საკუთარი თავი უნდა ამოეცნოთ და ბოლო მონაწილის მარჯვნივ დამსხდარიყვნენ.

მოსწავლეები ძალიან კარგად გაუმკლავდნენ დავალებას და სახალისოდ ითამაშეს.

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და თავშსაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203