
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებებით დასრულდა, მოსწავლეები საშობაო ზღაპარს მოყვნენ და ერთმანეთს დღესასწაული საზეიმოდ მიულოცეს.
მათ შორის აღსანიშნავია მეორეკლასელების თეატრალური წარმოდგენა.
„ერთხელ ღრუბლებს იქითა სამეფოში“ - მეორეკლასელმა „ჰელიოსელებმა“ ზღაპრის გმირების როლი მოირგეს, ახალი წელიც გადაარჩინეს და ყველასათვის საყვარელი თოვლის ბაბუაც.
დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: