
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ პირველი სასწავლო სემესტრი ზღაპრული საახალწლო ღონისძიებების სერიით დაგვირგვინდა.
სხვადასხვა კლასში აქტიურად იმართებოდა მრავალფეროვანი ზეიმები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებოდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასელთა მრავალფეროვანი სანახაობა, მათ ჯადოსნური დღესასწაული შთამბეჭდავი ნომრებით აღნიშნეს და სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი მიულოცეს
„რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის,
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი...
ახალი წელი ახალი ოცნებების, ახალი იმედების დასაწყისი!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა მოსწავლეთა წარმოდგენა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: