კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელებმა პირველი სემესტრი ზღაპრული საახალწლო ღონისძიებით დააგვირგვინეს
09-01-2025

კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო სემესტრი გაჯერებული იყო შემოქმედებითი ღონისძიებებით, პირველი ნახევრის დასასრულიც მოსწავლეებისთვის ასეთივე ზღაპრული იყო. 

სემესტრის ბოლოს, ახალი წლის მომლოდინე მე-3 კლასის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი მსოფლიოს ყველა ბავშვს მიულოცეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

ამავე ენებზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ბოლოს კი, მიიღეს თოვლის ბაბუასგან გამოგზავნილი საჩუქრები და მილოცვები. 

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203