
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით, შემართებითა და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა შემოდგომის გაცილების ღონისძიება, რომელიც გალამაზებული იყო შემოდგომის დეკორაციებითა და შთამბეჭდავი კოსტიუმებით კოსტიუმებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის კლასები, აგრეთვე მეშვიდე კლასმაც წარადგინა ქორეოგრაფიული ნომერი - „კინტაური“, მათივე ინსპირაციით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი. დარბაზი დეკორაციებით მორთო ხელოვნების მასწავლებელმა ეკატერინე გუჯეჯიანმა.
მოსწავლეთა დამრიგებლები არიან - ნინელი ფარჯიანი, სოფო გიბიშვილი, ნათია ფიცხელაური, თამუნა ავალიანი, ნათია საბაშვილი, მაია დადვანი და როზა თავაძე.
კლასებმა წარადგინეს თემატური ლექსები, საბავშვო თეატრალური დადგმები და სიმღერები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებთან ერთად საცეკვაო ნომერი შეასრულა ნათია საბაშვილმა. ღონისძიება დაგვირგვინდა თათარობით.
„ასე ფერადად და მხიარულად გავაცილეთ შემოდგომა“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: