საინტერესო და ორიგინალური საშემოდგომო ღონისძიებების სერია გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში
25-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში შემოდგომასთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა. მათემატიკის მასწავლებელმა ზოია სუხორუკოვამ მათემატიკური ვიქტორინა მე-4 - მე-7 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით გამართა. 

ორ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს, მათემატიკურ დავალებებთან ერთად, ხილ-ბოსტნეულთან დაკავშირებით, ბევრი სახალისო გამოცანა და დავალება მიეცათ. ვიქტორინამ მხიარულად ჩაიარა. 

შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის დერეფანში გადაინაცვლეს, სადაც გამოფენა თემაზე - „მე მიყვარს შემოდგომა“ მოეწყო. ადგილზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203