
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
ცოდნის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა მათთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა გამართეს ღონისძიება - „ქართული ანბანის გაცილება“. მათ ისაუბრეს ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობის ისტორიასა და ქართული ანბანის შედგენილობაზეწარმოთქვეს ლექსები ასო-ბგერებზე და სიმღერებითაც შეამკეს ის.
ამ ყოველივეს შემდეგ შეასრულეს ცეკვა დაისი. ბოლოს კი დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებულად შესწავლისა და პირველი კლასის წარჩინებულად დამთავრებისთვის.
1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ანბანის წარმატებით შესწავლაც აღნიშნეს. „ინგლისური ანბანის გაცილება“ მეტად საინტერესოდ და საზეიმოდ წარიმართა.
მოსწავლეებმა დიდი ხალისით წარადგინეს შესწავლილი ლექსები და სიმღერები ინგლისურ ენაზე.
ერთი წლის განმავლობაში მათ დიდი ცოდნა დააგროვეს ინგლისურში. თითოეულ მოსწავლეს დამსახურებულად გადაეცა სერტიფიკატი წლის წარჩინებული მოსწავლის სტატუსით.
ღონისძიებას ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია.
იხილეთ ფოტოები: