უდაბნოს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის დასკვნითი ტური ჩატარდა
12-06-2024
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა და კონკურსი იმართება.

ამჯერად, სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებისთვის კლასის ხელმძღვანელების: მაია დადვანის, როზა თავაძის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“დასკვნითი ტური ჩატარდა. მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი და ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს.

თამაშში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებთაც საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ასევე, სიგელებით დაჯილდოვდა კონკურსის ყველა მონაწილე.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203