უდაბნოს საჯარო სკოლაში უცხოური ენების კათედრის ინიციატივით, 3 საგნის ინტეგრირებული ტესტირება ჩატარდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს უცხოური ენების მიმართ ინტერესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით უღვივებენ.
ამჯერად, სკოლაში, უცხოური ენების კათედრის ინიციატივით V-VI კლასის მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი 3 საგნის ინტეგრირებული (ქართული, რუსული, ინგლისური) ტესტირება ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტესტირება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას ენების სწავლის კუთხით, ასევე მასწავლებლებს შორის კოლეგიალობის გაძლიერებას.
ტესტების შედგენაში კათედრის ყველა წევრი ( ნინო საბაძე, მაია დადიანი, თამუნა ავალიანი, დალი ჭიკაძე, როზა თავაძე ) მონაწილეობდა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა.
მონაწილეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: