
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - ვლადიმირ კალმიკოვის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“.
სხვადასხვა ვარჯიშის მეშვეობით მოსწავლეებმა აჩვენეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული ცოდნა და ჩაატარეს პატარა კონკურსი - მინი ფეხბურთის სახით.
„მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ფიზიკური მზაობა და საგნისადმი განსაკუთრებული სიყვარული“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს სპორტის მიმართ სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები: