კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა მოგზაურობა ილუზიების ჯადოსნურ სამყაროში
07-06-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ილუზიების ჯადოსნური სამყაროს კარი შეაღეს, სადაც  მრავალფეროვანი შეგრძნებები ელოდათ.

ახლახან, მე- 6 კლასის მოსწავლეები „ილუზიების მუზეუმს“ ეწვივნენ.

„ბავშვებმა ნახეს სამყარო - სრულიად ახალი, შემეცნებითი და დამაბნეველი, რადგან არაფერია ისეთი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს“,- ასე აფასებენ სკოლაში გასვლით ღონისძიებას, რომელიც მოწაფეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„ილუზიების მუზეუმი“ ძველი თბილისის ერთ-ერთ უძველეს - ბეთლემის ქუჩაზე მდებარეობს.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა სიამოვნებით გაისეირნეს ამ უძველეს და ულამაზეს ქუჩაზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203