კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა ზღაპარი თოჯინურ სპექტაკლად აქციეს
05-06-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი, სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. პედაგოგები მათი განწყობისა და სასწავლო მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავდნენ და ამ მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდნენ. 

მათი საგანმანათლებლო მოგზაურობიდან აღსანიშნავია ​მუსიკის გაკვეთილზე გამართული სპექტაკლი. 

1-ელი კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე წინასწარ გამზადებული და ქაღალდისაგან გამოჭრილი პერსონაჟების დახმარებით სპექტაკლი გაითამაშეს.

„წითელქუდას“ ზღაპრის გაცოცხლებით პატარებმა იმხიარულეს და ახალი უნარები შეიძინეს.

გაკვეთილის დასასრულს კი მასწავლებელთან ერთად იმღერეს სიმღერა წითელქუდაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203