
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
„თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ“- ეს ცნობილი გამოთქმა იმის დასაბუთებაა, რომ კვება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, ხალისი და ხანგრძლივი ცხოვრებაც“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ,
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, Vllბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ჯანსაღი კვება“.
მათ ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. კერძოდ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის ჯანსაღად კვება, სპორტი და სწორი ძილის რეჟიმი.
აქტივობის დახმარებით ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ როგორი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრები წესი მათი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
იხილეთ ფოტოები: