კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-2 კლასელთა შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე და მათი მეგობრობისთვის ჩაყრილი მყარი საფუძველი
04-06-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსის“  მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

II კლასის მოსწავლეებისთვის სახალისო ექსკურსია მოეწყო. გასვლითი ღონისძიება, პირველ რიგში მოსწავლეთა დაახლოებას და დამეგობრებას ემსახურებოდა, არაფორმალური გარემო, ბუნება და სახალისო აქტივობები კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. 

„ბავშვობის მეგობარი არის ადამიანი, რომელიც მომსწრეა, როგორ იზრდებოდი და ყალიბდებოდი პიროვნებად, როგორი სილაღით და სიხარულით ქმნიდი ძვირფას მოგონებებს მასთან ერთად. მათ იციან, რომ თუ ნამდვილ ადამიანებად, ერთგულ და უანგარო მეგობრებად არ ჩამოყალიბდებიან, მიღებული ცოდნა ყველანაირ აზრს დაკარგავს“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ II კლასისთვის ექსკურსია, უპირველესად, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

ბავშვებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ბევრი იხალისეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, რაც სკოლაში ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203